შსს-ს ბრიფინგი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

გამოქვეყნდა:

რა ეტაპზეა გამოძიება და რა ახალი ფაქტები იკვეთება - შსს-ში შაქარაშვილის საქმეზე მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გაიმართა.  

შსს-ს შუალედურ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი თქმით, საქმის მოცულობის და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტი აგრძელებს. 

მისი თქმით, ექსპერტიზის დასრულებისა და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის გამო შესაძლოა ბრალდება დამძიმდეს. 

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შსს-ს ასაჯაროვებს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის განხორციელებულ ზარს 112-ში და ასევე 112-ის ოპერატორის ზარს, რომელიც ბრეგვაძის ადგილმდებარეობის დაზუსტებას ცდილობს.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ "შკოდას" ფირმის ავტომანქანასთან დაკავშირებით გავრცელებული კადრები არის სრული სიცრუე, რადგან გამოძიებით დადგენილია, რომ კადრები, რომლებშიც ვითომდა მოძრაობს შკოდა და მანქანაში ისვამს მოქალაქეებს, არის "ტოიოტა პრიუსის" მარტკის ტაქსი და მისი მძღოლი დაკითხულია. 

ასევე ის საუბრობს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ნინო გიორგობიანის მიერ მცხეთის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე გელაშვილის გაგზავნა ბრეგვაძის წამოსაყვანად მცდარია, რადგან გელაშვილი იმ დღეს იმყოფებოდა ქარელში, საკუთარ სახლში. 

მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ ჩვენებებში განსხვავებები მართლაც ფიქსირდება. მისი თქმით, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და გარემოებებს აღიქვამს ინდივიდუალურად და ამიტომ გასამიჯნია განსხვავებები ჩვენებებში არის მიცემული გამოძიების შეცდომაში შეყვანის მიზნით თუ არა. 

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, კერძოდ: საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის, გამოკითხულია 93 პირი; გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში 40 პირისგან, ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები; მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით; ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეო სათვალთვალო კამერების დაახლოებით 600 საათამდე ჩანაწერი; საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები; 

ბორცვაძე ამბობს, რომ შსს აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან და სისტემატურად აწვდის მათ ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ.

შსს მიმართავს საზოგადოებას და ცალკეულ მედია საშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი და არ შეეშალოს ხელი საქმეზე სიმართლის დადგენას.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება ეტაპობრივად მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი