გონიოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, თურქეთის 2 მოქალაქე, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ავტომობილი დაუზიანეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე სოციალურ ქსელში შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტო/ვიდეო მასალას აქვეყნებს.
კადრებში ჩანს იარაღი, ბეისბოლის ჯოხი და სხვადასხვა რკინის საგნები, რომლებიც სავარაუდოდ, დაპირისპირებაში ფიგურირებდა.
ღოღობერიძის ცნობით, დაზარალებული სოციალურ დაუცველია, რომელიც ჯართს აგროვებდა.
დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.