"მთავარი არხის" ინფორმაცია დადასტურდა. თბილისში, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პატიმარი გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ, განცხადებაში მხოლოდ ის წერია რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი უკვე იზოლატორშია დაბრუნებული.
სამინისტრო არ პასუხობს მთავარ შეკითხვას, როგორ მოახერხა პატიმარმა კარგად დაცული დაწესებულებიდან გაქცევა.
"მთავარის" წყაროს ინფორმაციით კი ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთი საკნის ფანჯრიდან გადაძვრა და მიიმალა. ამავე წყაროს ცნობით მას ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა დღეს ეწურებოდა, თუმცა იზოლატორში ყოფნის დრო კიდევ 48 საათით გაუგრძელეს.
სავარაუდოდ სწორედ ეს გარემოება და პროტესტი გახდა პატიმრის გაქცევის მიზეზი.