პროკურატურა შსს-ს დამატებითი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების მითითებებს აძლევს

გამოქვეყნდა:

გაუჩნდა თუ არა ეჭვი პროკურატურას, გიორგი შაქარაშვილის მრავალტომიანი საქმის მთავარი მოწმეების მიმართ. 19 წლის ფეხბურთელის საქმის ახალ ტომებში ჩნდება 2 ივლისის დოკუმენტი - ეს არის მითითება, რომელსაც შოთაძის უწყება გამოძიების მწარმოებლებს უგზავნის და მთავარი მოწმეების, ამირხანაშვილის, ახვლედიანის, ქათამაძისა და ბრეგვაძის ხელახლა და კრიტიკულად გამოკითხვას ითხოვს. 

ბოლო დღეებში საზოგადოებას და საქმეში ჩართულ ადვოკატებს კითხვები დაზარალებულად ცნობილ მოწმეებთან გაუჩნდათ. პროკურატურაც გამომძიებლებს პირდაპირ უთითებს, თუ რა მოქმედებები უნდა ჩატარდეს, რათა გამოძიება იყოს სრულყოფილი და ობიექტური. პროკურატურის მთავარი ინტერესი სწორედ დაზარალებულის სტატუსის მქონე პირები არიან. ერთ-ერთ ასეთი მოწმე არის ვახტანგ ახვლედიანი და პროკურატურა ითხოვს მისი 18 და 19 ივნისის ჩვენებებში არსებული განსხვავებების მიზეზების დადგენას. ანალოგიური კითხვები აქვს შოთაძის უწყებას ამირხანაშვილისა და ქათამაძის ჩვენებების მიმართ. 

აღსანიშნავია, რომ ეს მიმართვა პროკურატურამ საგამოძიებო უწყებას 2 ივლისს გაუგზავნა, თუმცა საქმის ახალ ტომებში, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გადაეცათ საქმის ადვოკატებს, ამ მიმართვის მიხედვით გაკეთებული საგამოძიებო ქმედებები არ იძებნება. 

საქმის მთავარი მოწმეების მიმართ გარკვეული კითხვები გარდაცვლილის ოჯახის წევრებსაც აქვთ. გიორგი შაქარაშვილის და კითხვებს სვამს ახვლედიანის მისამართით. 

ადვოკატების ძალიან მნიშვნელოვანია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, რადგან ამ შემთხვევაში საქმეს შესაძლოა ნათელი მეტად მოეფინოს. 

პროკურატურამ შსს-ს მიწერა მითითება, რა უნდა გააკეთოს მან დამატებით საქმეში და რა უნდა მოითხოვონ ამ მოქმეებსგან. ის მოითხოვს რატომ არის წინააღმდეგობები, ამირხანაშვილის, ახვლედიანის ჩვენებებში. რატომ უთითებს ახვლედიანი იმ პირების ამოცნობას, ვინც იქ იყვნენ. ამასთან დაკავშირებით უამრავი კითხვაა, - ამბობს უფლებადამცველი გიორგი გელხაური. 

შეგახსენებთ, რომ 2 ივლისის მითითების მიუხედავად ხელახალი გამოკითხვები არ მომხდარა, თუმცა შსს-ს დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერდა, რომ თუ მოწმეთა ჩვენებები მიცემულია გამოძიებისთვის კვალის არევის მიზნით, განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი