ეს ნაგავი გიოს ძმაკაცი არასდროს ყოფილა - ანა შაქარაშვილი ვახო ახვლედიანზე სტატუსს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილ მოწმეებთან დაკავშირებით კითხვები გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის წევრებსაც აქვთ - გიორგის შაქარაშვილის და ანა შაქარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვახტანგ ახვლედიანთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს. 

ანა შაქარაშვილი წერს, რომ გასაჯაროვებულ კადრებში გიორგი შაქარაშვილი ახვლედიანის დაცვას ცდილობს, ხოლო ეს უკანასკნელი პირველ ჩვენებაში ამბობს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები და შემდეგ ის ჩვენებას ცვლის და ამბობს, რომ ასე არ ყოფილა. 

ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ, თუ მართლა ასე იყო რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული, - წერია სტატუსში. 

შაქარაშვილის ოჯახის წევრების შეკითხვებს პასუხი, სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ გაეცემა, რაც შსს გენერალური პროკურატურის მითითებით, საქმის მოწმეებს ხელახლა გამოკითხავს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი