[VIDEO] ხანძარია ზემო ავჭალაშიც | არსებული ინფორმაციით, იწვის ტყე

გამოქვეყნდა:

ხანძარია ამ წუთებში ზემო ავჭალაშიც. არსებული ინფორმაციით, იწვის ტყე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ ცეცხლის ქრობის სამუშაოებში მეხანძრეები ჩაერთნენ. 

პარალელურად, ხანძარია შავნაბადას ტერიტორიაზე, სადაც ხანძრის ქრობის სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. იქ ცეცხლი ბალახსა და ტყის მასივზეა გავრცელებული. ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული და ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება. 

ცნობისთვის, ხანძარია ძამას ხეობაშიც, სადაც ადგილობრივების თქმით, 7-მდე სახლი დაიწვა. განადგურდა სახლების ირგვლივ არსებული მინდვრები და ხეებიც. 

გარდა ამისა, უკვე მე-10 დღეა ხანძარს ებრძვიან ბორჯომის ხეობაშიც. ბოლო ინფორმაციით, იქ ხანძრის ქრობის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა. ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური კერის დამუშავება მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი