სოფელ გელათში 35 წლის კაცი მამის თვალწინ, დანით მოკლეს

გამოქვეყნდა:

მკვლელობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში. სოფელ გელათში მარიამობის ღამეს, 35 წლის მამაკაცი მოკლეს. მოკლულს საცხოვრებელ სახლთან 10-მდე პირი ჩაუსაფრდა, მათ შორის იყო მისივე ნათლული და ნათესავიც.

ახალგაზრდა მამაკაცს 10-მდე ჭრილობა დანით მიაყენეს. დანაშაულის ჩადენის დროს, ის მამასთან ერთად იმყოფებოდა.  სავარაუდოდ დანაშაულში მონაწილე პირები ნასვამები იმყოფებოდნენ. მოტივად კი წარსულში მომხდარი დაპირისპირება სახელდება.

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი