რა მკურნალობა ესაჭიროება პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს და არის თუ არა აუცილებელი მიხი უცხოეთში გადაყვანა - საერთაშორისო ექსპერტებმა დასკვნა რამდენიმე დღეში უნდა მოამზადონ.
გაეროში აკრედიტებულმა ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კვლევა დაასრულა და ახლა ის ელოდება პასუხს, როდის მიეცემა შესაძლებლობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ვიდეომასალა შეისწავლოს. ამ წუთებსი კი კვლევის მეორე ეტაპს ამერიკელი ფსიქიატრი ატარებს.
"ემპათიას" ექსპერტი, ნევროლოგი ოთარ თოიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელნელა უარესდება.
პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოს ექიმმა, ეს არის ინფორმირებული თანხმობის ჩამორთმევა და ამაზე ბატონმა მიხეილმა ყველაფერზე თანხმობა განაცხადა და მისცა ის ინფორმაცია, რასაც ექსპერტი თხოულობდა... ჩვენ ორივემ სხვადასხვა მოდალობები, რაღაცა ერთმანეთი შევავსეთ, რაც მან ნახა, ის დავაზუსტე მე. მდგომარეობა არის ნელ-ნელა გაუარესებადი. რაც შეიძლება ერთი შეხედვით ვერ შეამჩნიო, მაგრამ დინამიკას თუ გადავხედავთ, ნელ-ნელა მიდის პაციენტი დამძიმებისაკენ. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ეს შეიძლება მოხდეს უეცრად ან დროთა განმავლობაში, - ამბობს ოთარ თოიძე.
იხილეთ ასევე: