არ გამოვრიცხავთ სხვა, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას - ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის სამინისტრო  მიხეილ სააკაშვილისთვის "სხვა, დამოუკიდებელი ექსპერტიზის" ჩატარებას არ გამორიცხავს - განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრმა ბრეგაძემ გააკეთა.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც ყოველთვის გააგრძელებს მაქსიმუმის გაკეთებას იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული. როგორც მოგეხსენებათ, ის უკვე რამოდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება ვივა მედის კლინიკაში, მას ამჟამად უტარდება ასევე ემპათიის ექსპერტიზა და ჩვენ ასევე არ გამოვრიცხავთ სხვა, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასაც" განაცხადა ბრეგაძემ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში ამჟამად 2 უცხოელი ექსპერტი იმყოფება, ისინი დღეს კლინიკაში, მესამე პრეზიდენტთან იმყოფებოდნენ და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი