გაუპატიურებისა და სექსუალური შევიწროების მცდელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მუქარა და პოლიტიკური ნიშნით დევნა - ეს არის ბრალდებები, რომელშიც ახალქალაქის საკრებულოს წევრის, არტურ მკოიანის მეუღლე ადგილობრივ პოლიციის უფროსს ადანაშაულებს.
მინა მკოიანმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის მეუღლე ამბობს, რომ შალვა ლომსაძე მას ემუქრებოდა და შანტაჟის მიზნით სექსუალურად ავიწროებდა.
გასულ კვირას კი მკოიანების სახლში პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა, რა დროსაც სამართალდაცავის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ნაციონალური მოძრაობის წევრი დააკავეს და 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.