
სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკა გოგაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. უწყებაში ის 30 აგვისტოს მივა.
საქმე ეხება საკნიდან გაყვანის საქმეს და ე.წ. საშხაპის ეპიზოდს, რაზეც უწყებაში უკვე გამოკითხეს გოგაშვილის ცოლი თია მარტყოფლიშვილი და შვილი ნინი გოგაშვილი.
მანამდე კი, დღეს სოსო გოგაშვილმა ადვოკატ მჭედლიშვილთან დაკავშირებით მორიგი წერილი გაავრცელა და დაწერა, რომ "მისი ტელეფონის ნომერი გომელაურის დავალებით გადმომცეს...შევხვდებით სტრასბურგში груსებო".