
მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს 22 წლის ანა გაბეჩავა, რომლის დაბადების დღის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი დაიღუპა. გაბეჩავა მცხეთის პოლიციის განყოფილებაში 5 ივლისს მივიდა. ის გამოკითხვაზე მისი ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიბარეს.
ანი გაბეჩავა ჩვენებაში დეტალურად აღწერს მის მიმართ საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებასა და ზეწოლას და ამბობს, რომ შეურაცხმყოფელ ტექსტებს იღებს "ფეისბუქსა" და პირად შეტყობინებებში.