სად არის "ქებაბ ჰაუსი"? - ექსპერტები 112-ის ჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებენ

გამოქვეყნდა:

მთავარი არხის კიდევ ერთი საგამოძიებო ექსპერიმებტი- სად არის "ქებაბ ჰაუსი", რამდენად მარტივად და რამდენ ხანში მივიდოდნენ სამართალდამცველები ტერიტორიაზე, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იმალებოდა და საიდანაც იაკობ ბრეგვაძემ  112-ში დარეკა.

მცხეთის პოლიციიდან ამ შენობამდე ნავიგაციის მიხედვით 14 წთ იყო საჭირო, თუმცა მთავარი არხის ჯგუფს, რომელიც საშუალო სიჩქარით მოძრაობდა, "ქებაბ ჰაუსამდე" სულ 8 წთ დასჭირდა. შესაბამისად პოლიციისთვის იაკობ ბრეგვაძის პოვნა ადვილი იყო, მითუმეტეს რომ ობიექტი გზის პირას მდებარეობს.  

სამართალდამცველებისთვის სავარაუდოდ უფრო ნაკლები დრო გახდებოდა საჭირო, ვინაიდან როგორც წესი, გამოძახებისას ისინი მაღალი სიჩქარით მოძრაობენ.

დღეს დაკავებულების ადვოკატებს დამატებით საქმის მასალები უდნა გადასცემოდათ, დღესვე ისინი ამოცნობის პროცედურის ჩატარებას ელოდებოდნენ, რომელშიც მონაწილეობა  გურამ ამირხანაშვილს უნდა მიეღო და დაკავებული მორაგბეები ამოეცნო. თუმცა, ადვოკატები ამბობენ, რომ ეს პროცედურა დაგვიანებულია, ვინაიდან საქმის ყველა ფიგურანტის ფოტოები უკვე დიდი ხანია გავრცელებულია:

საგამოძიებო მოქმედება დაგვიანებულია. უკვე დაახლოებით 20 დღეა ამ საქმის ყველა ფიგურანტის სურათები ტრიალებს ყველა ტელევიზიაში, ყველამ იცი მათი სახეები, მათ შორის ამირხანაშვილის, შესაბამისად გაუგებარია რისთვის ტარდება და არა გონია რამე შედეგი მოჰყვეს ამას - ამბობს ბექა ნემსიწვერიძე

დღეს შსს-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, ეჭვქვეშ აყენებენ ექსპერტები და ამბობენ, რომ აუციელბელია ჩანაწერის ნამდვილობის დადგენა

ეს აუდიოჩანაწერი სამწუხაროდ საეჭვოდ მესახება ბევრი გარემოების გამო და ავთენტურობა აუცილებლად უნდა დადგინდეს. არ მგონია, რომ ასეთი დისკუსია გაიმართოს ადგილმდებარეობის თაობაზე, როდესაც რეკავს ადამიანი და ასეთი ძნელი იყოს ადამიანის მიგნება მობილური ტელეფონით, თუნდაც სად იმყოფება - ამბობს "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი

მისივე თქმით, გაუქმების დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ იაკობ ბრეგვაძე ვიღაცის გავლენით მოქმედებს, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ მისი სამალავი იპოვეს და პოლიციის გამოძახებაზე უარი ათქმევინეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი