ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას ნამდვილად სურდა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდა.
"ეს დასკვნა იქნება მტკიცებულებებზე დაფუძნებული. თქვენ ნახეთ, რომ ჩაერთო მასში საერთაშორისო ექსპერტებიც. დაველოდებით მათ წერილობით მოსაზრებას და შემდგომში შეჯერებული დასკვნა იქნება წარდგენილი სასამართლოში. სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახური ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ვერ მოითხოვს, ვინაიდან მათ კომპეტენციაშია ამჟამად პაციენტი, ამდენი ხნის განმავლობაში მათ კომპეტენციაში იყო. მათ შეუძლიათ, თავიანთი საექსპერტო მოსაზრება თავიანთი დოკუმენტაციის სახით სასამართლოზე წარადგინონ",- ამბობს ჯიშკარიანი.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო არაფერი აქვს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ კიდევ ერთ დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე და ასეთის არსებობის შემთხვევაში ის სპეციალისტებთან ითანამშრომლებს.
მიხეილ სააკაშვილისთვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაზე გუშინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ისაუბრა.
ამავე თემაზე: