"არ გამოვრიცხავ, რომ დღეს დამაკაონ" - სუს-ში გოგაშვილის დაცვის უფროსს კითხავენ

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციაში ამ წუთებში იკითხება ამავე უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსი და ოჯახის ახლობელი, ალექსანდრე სამხარაძე. სამხარაძის უწყებაში დაბარება მისი საცხოვრებელი სახლიდან იარაღის მასრების ამოღებას უკავშირდება

სამხარაძემ შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ არ გამორიცხავს ისიც დააკაონ.

"არაფერს გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ამათ ხელშია ყველაფერი: სასამართლოც, შსს-ც, სუს-იც, არ გამოვრიცხავ, რომ დღეს მოხდეს ჩემი დაკავება. მე 24 საათი ვარ იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის გვერდით 2014 წლიდან და ყველაფერს ეცდებიან, რომ ამ ოჯახს ჩამომაშორონ",- თქვა მან. 

შესვლამდე სამხარაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ 16 ივლისს ჩხრეკის შედეგად, მას აღმოუჩინეს საშტატო იარაღის მასრები. უფლებადამცველის თქმით, ალექსანდრე სამხარაძე წარსულში შსს-ში მუშაობდა  და იარაღიც გაფორმებული ჰქონდა, თუმცა უწყების დატოვების შემდეგ, იარაღი დააბრუნა.

უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახლში მასრები ნამდვილად აღმოჩნდა და ამბობს, რომ ეს მსუბუქი მუხლით კვალიფიცირდება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ სამხარაძეს დააკავებენ და უფრო მძიმე ბრალს წაუყენებენ, ნიშანი იქნება, რომ ამ გზით სოსო გოგაშვილის დაშინებასა ცდილობენ. 

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი