საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ხელოვნურად ხდება ფაქტების დაფარვა - მირიან ნიკოლაძე

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე დაზარალებულებდა და ბრალდებულებს გამოძიებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ოჯახი ამ დრომდე ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება. 

ნიკოლაძის აზრით, საქმეში ცაცია თავდამსხმელის არსებობა შესაძლოა ერთ-ერთ საფუძვლიან ვერსიად ჩაითვალოს. 

ვგულისხმობ გიორგის მიმართ გამოდევნების ბოლო ეტაპს, სადაც ფიგურირებენ "ტოიოტა ქამრიდან" გადმოსული 6 ადამიანი და პლიუს ამას, იცით, რომ დაზარალებულებიც არიან. მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ აქ ხელოვნურად ხდება რაღაცების დაფარვა და გამოძიებისთვის არასწორი ჩვენებების მიცემა... მე მათ ვაძლევ გარანტიას, რომ მოვიკლავ თავს დანარჩენი მტკიცებულებების შეგროვებისთვის, რომ შემდგომში სიმართლე არ დაიკარგოს, - განმარტა ნიკოლაძემ.

გარდაცვლილის ბიძამ ასევე აღნიშნა, რომ სიმართლის დადგენის შემდეგ ცრუ ჩვენებების მიცემისთვის ყველას პასუხი მოეთხოვება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი