ბათუმში დაკავებული პოლიციელი დავით შათირიშვილი სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინფორმაციით, ის დღეს დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის დააკავეს. საუბარია 31 ივლისს ბათუმში მომხდარ ფაქტზე.
უწყების ცნობით, პატრულ - ინსპექტორმა დაკავებული პირი განათავსა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის უკანა სალონში და თავად დაუჯდა მარჯვენა მხრიდან. დაკავებული პირის წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით, პატრულ-ინსპექტორმა მას სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმითა და ხელბორკილის თავში ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილებას, გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
რაც შეეხება მეორე დაკავებულ პოლიციელს - გამოძიების ცნობით, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა 15 იანვარს, სამმართველოს შენობის ერთ-ერთ ოთახში, დაკავებულ პირს სახეში ხელი დაარტყა.
პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.