წულუკიანმა გათავისუფლებულ თანამშრომელთან სასამართლო წააგო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბაია ოტიაშვილმა გააუქმა კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის 2021 წლის 1 ივლისის ბრძანება, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის გათავისუფლების შესახებ და სამინისტროს თანამშრომლის აღდგენა დაავალა - მოსამართლის გადაწყვეტილებას ფეისბუქზე ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი აქვეყნებს. 

სასამართლომ კულტურის სამინისტროს დაავალა, აღდგენილ თანამშრომელს გათავისუფლებიდან (2021 წლის 1 ივლისი), გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი ყოველთვიური განაცდური აუნაზღაუროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი