გორის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ ილია ქურდაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე პატიმრობის გამოყენებას არ ეთანხმება და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
ადვოკატი ნათია სირაძე აცხადებს, რომ ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა. ილია ქურდაძეს ბრალად ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება, რაც თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე გულისხმობს.