სოფელ ზემო ქედში, თანასოფლელმა თანასოფლელი დაჭრა

გამოქვეყნდა:

დაჭრა დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტში- თანასოფლელმა თანასოფლელს ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა.
ფაქტი  სოფელ ზემო ქედში, ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ- ერთმა ადგილობრივმა,  ურთიერთშელაპარაკების შემდეგ,  თანასოფლელს დანა დაარტყა და ჭრილობა გულ- მკერდის არეში მიაყენა. ამ დროისათვის, დაჭრილს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად კი,   ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი