სამშობიაროებიდან ჩვილების სავარაუდო გაყიდვის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო 

გამოქვეყნდა:

სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის „ვეძებ" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, წლების განმავლობაში, სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაყიდვის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 

როგორც გამოცემას შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეატყობინეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე.

31 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ექვსი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ჯგუფის „ვეძებ“ ადმინისტრატორი თამუნა მუსერიძე. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, სამართალდამცველებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რაც მას და ჯგუფის სხვა მოდერატორებს, ორი წლის განმავლობაში დაუგროვდათ. 

1980-1990-იან წლებში დაბადებული ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაყიდვის ფაქტებისა, თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია 2003 წელს დაბადებული ორი ჩვილის უკანონო გაშვილების შესახებაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი