ზუგდიდის დადიანების ბოტანიკური ბაღის დირექტორი ზვიად ქარჩავამ თანმდებობა დატოვა. წასვლის შესახებ განცხადება გუშინ დაწერა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ქარჩავა დაიბარეს და განუმარტეს, რომ მისთვის ჯობდა დაეწერა განცხადება და საკუთარი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა თანამდებობა.
ქარჩავას წასვლა ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ მოსთხოვა. არსებული ინფრომაციით, წოწერიას ამ თანამდებობაზე საკუთარი მეგობრის, შალვა აგუმავას დანიშვნა სურს.
შეგახსენებთ, რომ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ სკანდალი იყო წაყლსატარების არასწორი დამონტაჟებისა და ბაღის დატბორვის გამო. კერძოდ, სარებილიტაციო სამუშაოების დროს პროექტში გამორჩენილი იყო სადრენაჟო სისტემის გაყვანა, რის გამოც ბოტანიკური ბაღი იტბორებოდა და ნადგურდებოდა. ახალი წყალსაწრეტის გაყვანისთვის, კი უკვე დაგებული ფილების აყრა იყო საჭირო. სამუშაოებისთვის სახელმწიფომ ბიუჯეტიდან დაახლოებით 12 მილიონი ლარი დახარჯა.
დაახლოებით 1 თვის წინ ბაღის დირექტორი ზუგდიდის საკრებულოში დაიბარეს. და ჰკითხეს, რატომ არ დაწერა საჩივარი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო. ქარჩავამ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტები წარმომადგენლობით ორგანოს გადასცა.
ქარჩავა შვებულებაში იმყოფებოდა. გუშინ კი ის სამსახურიდან წავიდა. ცნობისთვის, ზვიად ქარჩავა ზუგდიდის დადიანების ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.
ავტორი: ემა გოგოხია
ამავე თემაზე: