ხმაური ზუგდიდის საკრებულოში - ოპოზიცია ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების გაგრძელებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ხმაური ზუგდიდის საკრებულოში - სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი დადიანების ისტორიული ბაღში შექმნილი ვითარება და ოპოზიციის მოთხოვნა გახდა.

ოპოზიციის განცხადებით, უნიკალური ბაღი განადგურების პირასაა, გადასარჩენად კი აუცილებელია კომისიის შექმნა და დამატებითი თანხების მოძიება.

ოპოზიცია ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების გაგრძელებას ითხოვს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ბაღის რეაბილიტაციისთვის 12 მილიონ ლარამდე დახარჯა,  თუმცა აღმოჩნდა, რომ სადრენაჟო სისტემა გათვალისწინებული არ ყოფილა, რის გამოც საუკუნოვანი ხეები ზიანდება

"ა.ა.ი.პ ის ხელმძღვანელი მაქსიმალურად ცდილობდა მაქსიმალურად თავი აერიდებინა იმ პასუხისმგებლობისგან, რომელზეც უნდა პასუხობდეს ის უწყება და ის სამსახურები, რომლებმაც დააპროექტეს აღნიშნული ბოტანიკური ბაღი და განახორციელა სარეაბილიტაციო სამუშოები და რომლებმაც დააშავა ჯეროვნად, არასწორად შეასრულა სამუშოები და ზიანი მიაყენა. რაც უნდა რეაბილიტაცია მოხდეს და ხელახალი ტენდერი გამოცხადდეს, ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება კიდევ დამატებითი ზიანი მიადგეს ბაღს," - ამბობს თემურ ბასილაია.

ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში სამდღიანი უამინდობის შედეგად, მძიმე მდგომარეობაა შექმნილი.

ტერიტორიაზე სადრენაჟო სისტემის არასწორად დამონტაჟების გამო ოთხსაუკუნოვანი ხეები ნადგურდება. ისტორიული ბაღის რეაბილიტაციისთვის 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა მცირე წვიმის დროსაც კი, ტერიტორიაზე წყალი დგება და ამას ნარგავები ეწირება.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი