ზუგდიდს ბოტანიკური ბაღი ფაქტობრივად არ აქვს - ენმ მერს საკრებულოში იბარებს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის საკრებულოში, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერს, მამუკა წოწერიას იბარებენ. საქმე ეხება დადიანების ბოტანიკურ ბაღს, რომელიც მათი თქმით, განადგურების პირასაა.

მაია კალანდია ამბობს, რომ ზუგდიდის მერმა საკრებულოში უნდა განმარტოს, რატომ არ ჩატარდა რეაბილიტაცია ბაღში. კალანდიას თქმით, აღნიშნული მიზანმიმართული ქმედებაა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდეს.

 

"ჩვენ დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოვისმენთ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორის 1 წლის ანგარიშს, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვიწვევთ ზუგდიდის მერს მამუკა წოწერიას, თავის ქალაქს გასცეს პასუხი, რანაირად და როგორ მოხდა, რომ ბოტანიკური ბაღი ფაქტობრივად არ აქვს ზუგდიდს, რადგან იქ შემსვლელთათვის ვიზიტი არ არის უსაფრთხო", - თქვა მაია კალანდიამ.

დადიანების ბოტანიკურ ბაღში სამდღიანი უამინდობის შედეგად, მძიმე მდგომარეობაა შექმნილი.

ტერიტორიაზე სადრენაჟო სისტემის არასწორად დამონტაჟების გამო ოთხსაუკუნოვანი ხეები ნადგურდება. ისტორიული ბაღის რეაბილიტაციისთვის 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა მცირე წვიმის დროსაც კი, ტერიტორიაზე წყალი დგება და ამას ნარგავები ეწირება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი