მცხეთაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი პირი. შსს ფაქტს ადასტურებს.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ დროისათვის მკვლელობის სხვა დეტალები უცნობია.