ავარია ქვემო მაჩხაანში - დაიღუპა ერთი, დაშავდა ორი არასრულწლოვანი

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში - შემთხვევის შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა. 

არსებული ინფორმაციით, დაშავდა კიდევ ორი არასრულწლოვანი. 

მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

დაშავებული ახალგაზრდებიდან ერთი წნორის საავადმყოფოში რჩება, მეორე კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. 

 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი