სასტიკი მკვლელობა მცხეთის რაიონში - ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შვილმა ცივი იარაღით ჯერ მამა, შემდეგ კი ბაბუა მოკლა. სამართალდამცველები სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ. ის ციხიდან 10 დღის წინ გამოვიდა და წარსულში მძიმე დანაშაულზე არაერთხელ არის ნასამართლევი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან მეზობლის ავტომანქანა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-მ გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.