ბოდბეში, სავარაუდოდ ქმრის მიერ, დაჭრილია 27 წლის მარიამ აბაზაძე. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავში აქვს მიყენებული და მძიმე მდგომარეობის გამო წნორის კლინიკიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე კი სამართალდამცველები მუშაობენ. მათ ცხელ კვალზე დააკავეს დაჭრილის ქმარი, შმაგი ხუნაშვილი.
რა გახდა დაჭრის მიზეზი უცნობია. ვრცელდება 2 ვერსია- ოჯახური კონფლიქტი, ან უბედური შემთხვევა. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ქმარს იარაღი გაუვარდა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტორი: ია გულიაშვილი