გორში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

გამოქვეყნდა:

გორში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო. ამჟამად ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

შეგახსენებთ, დღეს ცეცხლის ერთდროულად 5 კერა იყო დედაქალაქშიც. წავკისში ამ დრომდე რთული ვითარებაა. ქარი და რელიეფი სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს ართულებს. ბოლო ცნობებით ხანძრის ქრობის პროცესში დამატებითი ძალები ჩაერთნენ.

გარდა ამისა, უკვე რამდენიმე დღეა ცეცხლს ებრძვიან კახეთში. სოფელ შილდის ტყეში, ცეცხლი მრავალწლოვან ხეებს უკიდია.  ადგილზე თავდაცვის უწყების ქვედანაყოფები, მეხანძრე- მაშველები და ცოცხალი ძალა მუშაობს. ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი