ბაჩანა შენგელია მერვე დღეა უმუშევარია

გამოქვეყნდა:

უმუშევრობის მერვე დღე - სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრო ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის გაგრძელების საშუალებას მაინც არ აძლევს.

შენგელია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურებას სისხლის სამართლის დანაშაულად აფასებს და წულუკიანის  უწყებას მისთვის მუშაობის გასაგრძელებლად ორდღიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საგამოძიებო უწყებებს მიმართავს.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც დაიწყო საქმის წარმოება. შესაძლებელია ითქვას, რომ მერვე დღეა სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის იუსტიციის სამინისტრო. კიდევ 2 დღე დაველოდები სამინისტროს, თუმცა არ მაქვს ვალდებულება დაველოდო. და აუცილებლად მივმართავ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებით პროკურატურას, რადგან საქართველოში და ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, - აცხადებს იურისტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი