გაუგონარი სიმახინჯეები სისხლის სამართლის გამოძიებაში - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

იურისტები და ჟურნალისტები, რომლებიც შაქარაშვილის საქმეს ინტერესით აკვირდებიან და შეიძლება ითქვას, საქმეს დამოუკიდებლად იძიებენ, ამბობენ, რომ ხელისუფლბას არ სურს ჭეშმარიტების დადგენა და შესაძლოა, დამნაშავეებს ხელს აფარებენ. ისინი პარალელს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის და მაჩალიკაშვილის საქმეებთანაც ავლებენ.

ეს არის პირდაპირ შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი და გამრუდებული გამოძიება და ასე უკუღმართად გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე. პროკურატურა, თავის წერილში, საგამოძიებო ორგანოს რაც მიწერა, ადასტურებს ამ ხარვეზებს. ეს არის მთავარი პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხიდ ა ვერ გაექცევა ვერანაირი წერილით პროკურატურა პასუხისმგებლობას, ვინაიდან ის ყველა სისხლის სამართლის საქმეზე არის ზედამხედველი და ვხედავთ გაუგონარ სიმახინჯეებს ამ სისხლის სამართლის საქმეში, ეს არ ხდება შემთხვევით, - ამბობს იურისტი ლევან სამუშია. 

"ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ გახმაურებული საქმეებიდან ვერაფერი ისწავლა. 

ექსპერტიზის შედეგების განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, იმიტომ, რომ მაქვს ძალიან მწარე გამოცდილება, ხორავას და მაჩალიკაშვილის საქმეების გაყალბება დაიწყო სწორედ ექსპერტიზის შედეგებით და შემდეგ აიკინძა და შეიკერა. რაც უფრო შორს წავა გამოძიება საქმის შეკერვაში, მით უფრო მეტ კითხვებს დავსვამთ ჟურნალისტები, - აცხადებს იგი. 

კილაძის თქმით, ეს კითხვები იქამდე დაისმება, სანამ არ გაირკვევა ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მკვლელებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი