რუსეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი საკუთარ სახლში, თავში დაჭრილი იპოვეს

გამოქვეყნდა:

68 წლის გიორგი დიაკვნიშვილი, მოსკოვში მცხოვრებ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ქართველი ე.წ. კანონიერ ქურდი, ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში დაჭრილი იპოვეს - ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა.

primecrime წერს, რომ 68 წლის კანონიერმა ქურდმა გია დიაკვნიშვილმა თვითმკვლელობა სცადა.  დიაკვნიშვილი არაერთხელ იყო ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და ნარკოტიკების შენახვისთვის. 

"დიაკვნიშვილი "ახალი მოსკოვის" სოფელ მოსტოვსკოეში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ კი ის საკუთარ სახლში იპოვეს თავში ტყვიით - ტყვიამ თვალი დაუზიანა. კრიმინალური ავტორიტეტი რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც მისი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. პოლიციამ მის სახლში საბრძოლო იარაღად გადაკეთებული ე.წ. გაზის იარაღი იპოვა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.გამოძიება თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიაზე მუშაობს"- ნათქვამია განცხადებაში. 

2017 წლის ზაფხულში რუსეთის შსს-მ დიაკვნიშვილი რუსეთში მცხოვრები არასასურველი პირების რეესტრში შეიყვანა.

იმავე წლის შემოდგომაზე აპირებდნენ მის დეპორტაციას და დააკავეს კიდეც და არალეგალური მიგრანტების სპეციალური დაკავების ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა დიაკვნიშვილი ქვეყნიდან არ გაუძევებიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი