ბოდბეში, ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა კაცმა დანაშაული არ აღიარა | სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ცოლის დაჭრაში ბრალდებულ კაცს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სრულად გაიზიარა.

გამოძიების მტკიცებით, მამაკაცმა მეუღლეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 10 კვადრატულ მეტრ სათავსოში, სანადირო თოფიდან ესროლა.

პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ, დანაშაულის სიმძიმისა და დაჭრილის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით ითხოვა. ბრალდების მხარის შუამდგომლობას, არ ეთანხმებოდა თავად ბრალდებული და დაცვის მხარე. 

თავად მამაკაცმა დანაშაული არ აღიარა, ადვოკატი კი ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ  მყოფს, მეუღლის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, დაჭრის შემდეგ, მისთვის დახმარების აღმოჩენა სცადა და შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით, ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5000 ლარიანი გირაოს გამოყენებას სთხოვდა.

წინასაართლო სხდომა, განსახილველ საქმეზე, 31 ოქტომბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, ბოდბეში ქალი 4 სექტემბერს დაიჭრა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მარიამ აბაზაძე თბილისში, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის, 11, 19, 109- ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი