ზუგდიდში, ტექნიკის მაღაზიის კარი ჩაამტვრიეს და ტელეფონი მოიპარეს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიის კარი ჩაამტვრიეს და მობილური ტელეფონი მოიპარეს. ვარაუდობენ, რომ შუშის კარის დაზიანების შემდეგ, სიგნალიზაცია ჩაირთო და სავარაუდო დამნაშავეებმა ტელეფონის გარდა ვერაფრის წაღება ვერ შეძლეს, რადგან გაქცევა მოუწიათ. 

არსებული ინფორმაციით, ფაქტი მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა და პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს დანაშაულში მონაწილე პირები.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი