დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაგრძელდება, რომელზეც გამოიკითხებიან დაცვის მხარის მოწმეები, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს " წამომადგენელი.
ამ ორგანიზაციამ შეისწავლა გიორგი რურუას დაკავების საქმის მასალები და გამოავლინა მასში არსებული სამართლებრივი დარღვევები. ორგანიზაციამ სასამართლოს მისი წინადადებები უკვე გააგზავნა და დღევანდელ გამოკითხვაზე სასამართლოს გააცნობს ამ მოსაზრებებს.
ბუნებრივია, რომ ამ საქმეში არსებულ დარღვევებზე მითითება ნიშნავს გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას და თითქმის ყველა აქტორი, გარდა პროკურატურისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისა, ადასტურებს, რომ არაერთი დარღვევაა ამ საქმეში. რეალურად გიორგი რურუა იდევნება იმის გამო, რომ არის "მთავარი არხის" ერთერთი დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორი, - ამბობს დაცვის მხარის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
გიორგი რურუას პროცესი დასკვნით ეტაპზეა, დარჩენილია მხოლოდ დაცვის მხარის ორი მოწმის გამოკითხვა და სავარაუდოდ, მათ ხვალვე დაკითხავენ. რის შემდეგ დაიკითხება თავად გიორგი რურუა და ამის შემდეგ მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარსდგებიან.
საბოლოო განაჩენი აგვისტოში უნდა გაირკვეს, რადგან ამ დროს პატიმრობის ცხრათვიანი ვადა იწურება.