მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა | რა გახდა წყალტუბოში 33 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი

გამოქვეყნდა:

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - რა გახდა 33 წლის ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა. 

ადგილობრივები მომხდარის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა ორ ვერსიაზე საუბრობენ. მათი თქმით, შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მეორე ვერსიით, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა.

დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, მას სხეულის 35% ჰქონდა დამწვარი. ცნობილია, რომ შემთხვევა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი