უბედური შემთხვევა თუ საზარელი ფემიციდი | რა მოხდა წყალტუბოში და რას შეეწირა 33 წლის ქალი

გამოქვეყნდა:

უბედური შემთხვევა თუ საზარელი ფემიციდი. სოფელ პატრიკეთში მომხდარი შემზარავი ფაქტის გამოძიება უკვე დაწყებულია. სამართალდამცველები კითხავენ ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს - რას შეეწირა 5 შვილის დედა, რომელიც ბავშვებბის თვალწინ დაიწვა.

ერთ-ერთი ვერსიით, 33 წლის ქალი სასიკვდილოდ მეუღლემ გაიმეტა, თუმცა სოფელში ასევე არ გამორიცხავენ რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. კლინიკაშია მოთავსებული გარდაცვლილის მეუღლე, მდგომარეობის სიმძიმის გამო სამართალდამცველები მის გამოკითხვას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

რა მოხდა სახლში, სადაც ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად იმყოფებოდა, ბავშვების გარდა არავინ იცის, თუმცა ისინი დეტალებზე არ საუბრობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი