პედოფილიის სავარაუდო დანაშაულისთვის, შიდა ქართლში ტაქსის მძღოლს ეძებენ

გამოქვეყნდა:

პედოფილიისა და სქესობრივი დანაშაულის  სავარაუდო ფაქტი შიდა ქართლში - გავრცელებული ინფორმაციით, 60 წელს გადაცილებულმა კაცმა, 12 წლის გოგონა გაიტაცა და სექსუალურად იძალადა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე და მისი მსხვერპლი მეზობლები არიან. კაცი ტაქსის მძღოლია. არსებული ინფორმაციით, მან 12 წლის გოგონა წაიყვანა და იძალადა. მოზარდს ოჯახი მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა, მოზარდი სახლში გამთენიისას დაბრუნდა და მომხდარის შესახებ მშობლებს მოუყვა. ამის შემდეგ ის პოლიციამაც გამოკითხა. სავარაუდო მოძალადე ტაქსისტი კი მიმალვაშია. შსს-ს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით, გამოძიება   სქესობრივი დანაშაულის მუხლით დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი