ირანული ავიაკომპანია, არ არის სანქცირებული და ევროპაშიც რეგულარულად დაფრინავს - დავითაშვილი

გამოქვეყნდა:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უარყოფს,პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციას, რომ კომპანია "ირან ეარი", რომელსაც ეკუთვნის ის თვითმფრინავი, რომელმაც ირანიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანა, ამერიკის მიერ სანქცირებულია. 

დავითაშვილი ამტკიცებს, რომ კომპანია სანქცირებული არ არის და საქართველოს საჰაერო სივრცე წესების დაცვით გადაკვეთა. 

„ეს არის მორიგი დეზინფორმაციის უსუსური მცდელობა. ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ ხოლმე გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო წესებს. კომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა, რეგულარულად დაფრინავს მათ შორის ევროპის ქვეყნებში, ის არ არის სანქცირებულ კომპანიათა სიაში და შესაბამისად, ჩვენმა საავიაციო უწყებებმა, ნავიგაციამ ყველა წესის დაცვით მისცეს გადაფრენის საშუალება“,- თქვა დავითაშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ირანულმა სამხედრო ხომალდმა საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთა. ბოინგ 747-მა ქვეყნის ტერიტორია გადაკვეთა და რუსეთის ფედერაციაში დაეშვა. საერთაშორისო საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ამ რეისით მოსკოვში ირანული სამხედრო ტექნიკა და მებრძოლები ჩავიდნენ. რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ საქართველომ უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტულ ორგანიზაციებს გაუხსნა გზა. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი