საეჭვო თვითმფრინავი საქართველოს ცაზე | ქვეყანამ უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტულ ორგანიზაციებს გზა გაუხსნა

გამოქვეყნდა:

ირანული სამხედრო ხომალდი საქართველოს საჰაერო სივრცეში. ბოინგ 747-მა ქვეყნის ტერიტორია გადაკვეთა და რუსეთის ფედერაციაში დაეშვა. საერთაშორისო საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ამ რეისით მოსკოვში ირანული სამხედრო ტექნიკა და მებრძოლები ჩავიდნენ. რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ საქართველომ უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტულ ორგანიზაციებს გაუხსნა გზა. 

ვინ გასცა ნებართვა ირანული ბორტისთვის და ვინ შემოუშვა თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში? "ქართული ოცნების" ხელისუფლება და საქაერო ნავიგაცია განმარტებებს არ აკეთებენ. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ეს კიდევ ერთი ფაქტია, რომელიც "ოცნების" კრემლთან თანამშრომლობას ადასტურებს.

ავტორი
ნათია გოგსაძე
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი