საფარი: თავდაცვის სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის მხრიდან თანამშრომლებზე განხორციელდა სექსუალური შევიწროება

გამოქვეყნდა:

თავდაცვის სამინისტროს 2 მაღალჩინოსანს მათივე თანამშრომელი ქალები სექსუალურ შევიწროებასა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ.

ერთ-ერთი ქალის ინტერესებს ორგანიზაცია "საფარი" იცავს. უფლებადამცველ ბაია პატარაიას თქმით,  დაზარალებულზე  ზეწოლა უკვე 4 თვეა მიმდინარეობს. საქმის მოკვლევა თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2 კვირის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე დაზარალებულიც და სავარაუდო მოძალადეც ისევ ერთ უწყებაში მუშაობენ და მათი განრიდება არ მომხდარა. 

"ჩვენ მოგვმართა ახალგაზრდა ქალმა, 23 აგვისტოს და გვაცნობა სექსუალური შევიწროების შესახებ და წარადგინა ასევე მტკიცებულებები. მეორე დღესვე ჩვენ მივმართეთ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან გენერალური  ინსპექცია იყო მტრულად განწყობილი ამ ქალის მიმართ და ჩვენი ადვოკატის მიმართ და მას შემდეგ, როდესაც შეიტყვეს, რომ საფარი წარმოადგენდა ამ ქალს დამოკიდებულება შეიცვალა. ორ კვირაზე მეტია, არანაირი რეაგირება და არ მოუხდენია უწყებას, ჩვენ არ ვიცით რეალურად რა სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტია ამ ქალს კვლავ უწევს იმ უფროსთან მუშაობა, რომელსაც ბრალს სდებს სექსუალურ შევიწროებაში", - ამბობს ბაია პატარაია 

რაც შეეხება ორგანიზაციის იურისტს, რომელიც დაზარალებული ქალის ინტერესებს იცავს მისი თქმით, საქმე ეხება,  სექსუალური შევიწროებას, სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებასა და გენდერული ნიშნით შევიწროებას. 

მისივე თქმით, მხოლოდ ერთი ქალი არ არის დაზარალებული და საუბარია კიდევ ორ ქალზე, რომლებმაც უკვე მიაწოდეს ინფორმაცია შესაბამის უწყებებს. 

"სექსუალური შევიწროება გამოიხატა სიტყვიერ შეურაცხყოფაში, დამაკნინებელ, დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებაში და ასევე იგი ახსენებდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ, კერძოდ კი განსხვავებულ მოპყრობაზე ქალების მიმართ. მხოლოდ ერთი ქალი არ არის დაზარალებული, არამედ კიდევ ორი ქალი საუბრობს, რომ იყვნენ სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ამ უშუალო ხელმძღვანელის მიმართ და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორი მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან განხორციელდა გენდერული დისკრიმინაცია და სექსუალური შევიწროება. სახალხო დამცველი ჩავრთეთ 25 აგვისტოს, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი შეხვედრისასა არ დაგვრჩა ის შთაბეჭდილება, რომ გენერალური ინსპექცია ობიექტურად შეისწავლიდა საკითხს, ვინაიდან ძალიან მტრული გარემო შეექმნა მსხვერპლს ადგილზე მისვლისას" - ამბობს თამარ ლუკავა

იხილეთ ასევე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი