თბილისში მამაკაცი სახურავიდან გადმოვარდნილი იპოვეს - ოჯახი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა? - თბილისის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი სახლის სახურავიდან გადმოვარდნილი იპოვეს.

გულუას ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ახალგაზრდა მოკლეს და გადმოაგდეს. ამ ეჭვს სხეულზე მიყენებული დაზიანებებიც ამყარებს. მამაკაცს ყელის არეში მკვეთრი სილურჯეები აქვს. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.

ეჭვი მაქვს, რომ ან იჩხუბეს, ეტყობა ძალადობა, მოჭერილი ყელზე, ან გაგუდეს და მერე გადმოადგეს, იმიტომ, რომ ყელის ნაიარევი რაც აღმოაჩნდა, არანაირად არ შეიძლება, რომ ჰქონდეს. გამოძიების თანახმად, ხელში ეჭირა სანთებელა, როცა ჩამოვარდა. როგორ, თუ ჩამოვარდა, ხომ უნდა ჩაებღაუჭებინა რაღაცისთვის, - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი