"ჩაბანილ-ჩაპარსულები ხომ ხართ დავალებაზე რომ მიდიხართ?!" | ქალების შევიწროება თავდაცვაში

გამოქვეყნდა:

თავდაცვის სამინისტრო მორიგ დიდ სკანდალში ეხვევა. უწყების 3 მაღალჩინოსანს მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები სექსუალურ ზეწოლასა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა ამის მიუხედავად სავარაუდო მოძალადეები კვლავ თანამდებობებზე და დაზარალებულებთან ერთ სივრცეში რჩებიან.

"მთავარი არხისთვის" მოწოდებულ ჩვენებაში დეტალურად არის აღწერილი, რამდენად მძიმე გარემოში უწევთ მუშაობა თავდაცვის სამინისტროს ქალ თანამშრომლებს და როგორი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ლექსიკით მიმართავს მაღალჩინოსანი სავარაუდო მსხვერპლს.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი