„ქალები ქათმები ხართ“... - ფრაზები, რომლითაც თავდაცვის მაღალჩინოსანი თანამშრომლებს მიმართავდა და დაზარალებულის ჩვენება

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია "საფარი" ერთ-ერთი იმ ქალის ჩვენების ნაწილს ასაჯაროებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს სექსუალურ შევიწროებასა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში სდებს ბრალს.

დაზარალებულის ინფორმაციით, ხელმძღვანელი პირი ქალებს მიმართავდა შემდეგი ფრაზებით:  „ქალები და ძაღლები ადამიანის მეგობრები არიან“; „ქალები ქათმები ხართ“ და ა.შ. 

ვასაჯაროებთ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მიცემული ჩვენების მხოლოდ ნაწილს: 

"...იგი სამხედრო ბაზაზე დადგენილი ალკოჰოლის აკრძალვის მიუხედავად ძალიან ბევრს სვამდა და ნებისმიერი პატარა მიზეზი საკმარისი იყო გოგოების ოთახში შემოსავარდნად, სადაც გვიყვიროდა, გვეუბნებოდა რომ ვკაკანებთ და ქალები ქათმები არიან, ქალები და ძაღლები ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან და ასე შემდეგ… 

უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ალკოჰოლი არ განსაზღვრავდა მის ასეთ ქმედებებს, ფხიზლად ყოფნის შემთხვევაშიც ქალების თანდასწრებით მუდმივად სექსუალური შინაარსის ისტორიებს ყვებოდა, ნებისმიერ სამსახურებრივ საკითხზე აუცილებლად ბილწი სიტყვებით მესაუბრებოდა/გვესაუბრებოდა, რის გამოც უმრავლეს შემთხვევაში ვცდილობდი მასთან კომუნიკაცია ამერიდებინა თავიდან, რაც რთულია ვინაიდან უშუალო უფროსია. 

გაუთავებლად სექსუალური შინაარსის ისტორიებზე საუბრობდა ისეთი დეტალებით რომლის ატანაც შეუძლებელი იყო. ბოლო კვირას ბაზაზე ისევ არაფხიზელ მდგომარეობაში გვიყვირა  გოგოებს, რაზეც ვუთხარი, მხოლოდ იმიტომ ვიღიმი, რომ შეურაცხმყოფლად არ მოვიქცე და ეს ესე არ დარჩება-მეთქი. ამ ნათქვამის შემდეგ ერთერთი ქალი  გაიყვანა ცალკე და უთხრა რომ აზრი არ ჰქონდა სადმე რამეს თუ ვიტყოდით , ყველა მეთაური, მათ შორის ის უფროსები, რომელსაც ჩვენ ვექვემდებარებით, მისი ძმაკაცები არიან და ისევ ჩვენ შეგვექმნებოდა პრობლემები. .." ვკითხულობთ ქალის ჩვენებაში.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს ორ მაღალჩინოსანს, 3 თანამშრომელი ქალი სექსუალურ შევიწროებასა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი