ყაჩაღობა თბილისში - გამთენიისას თამარ მეფის გამზირზე სუპერმარკეტი "სპარი" და "ლიბრე" დააყაჩაღეს. წაღებულია დიდი ოდენობის თანხა, სასმელი და სიგარეტი. სამართალდამცველებმა ფაქტზე 2 პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე უკვე დასრულებულია.
არსებული ინფორმაციით, ორი არასრულწლოვანი იარაღის გამოყენებით, სუპერმარკეტებში გამთენიისას შეიჭრნენ და კონსულტანტებს თანხას, ალოჰოლურ სასმელსა და თამბაქოს სთხოვდნენ.
"გამოვარდნენ ბავშვები, იარაღიანი კაცი შემოვარდაო. სიგარეტები და რაღაცები ჰქონდა",- ამბობენ ადგილობრივები.
ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან იყო მიმალული. სამართალდამცველებმა ვიდეოკამერების ჩანაწერები ორივე სუპერმარკეტიდან ამოიღეს.
გამოძიება მომხდარზე ყაჩაღობისა და ქურდობის ფაქტზე დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე პირი უკვე მხილებულია.