
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის 4 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს და სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქე 2000 წელს დაბადებული ს.ა., მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირია.
სასაზღვრო პოლიციის განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.