"გოგო თვითონ დათანხმდა, 2 წელია დანიშნულები არიან" | ადვოკატის თქმით, შვილის იძულებითი ქორწინების საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს 

გამოქვეყნდა:

ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე  მიყვანის ბრალდებით სამართალდამცველებმა 42 წლის კაცი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა 20 წლის შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვს მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება მშობელს, დაკავებული კაცი ადვოკატის თქმით, ბრალს არ აღიარებს. 

"სისხლის სამართლის საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავეა, 2-3 მოწმეა დაკითხული, არცერთი არ ადასტურებს ფაქტს, რომ იძულება იყო ამ საქმეში. როგორც ჩემთვის ცნობილია. ეს გოგო თვითონ დათანხმდა, 2 წელია დანიშნულები არიან, ნიშნობა ჰქონდა. 2 წელი იმბიჭთნა ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს",- ამბობს ადვოკატი სულეიმან ისმაილოვი. 

საკუთარი შვილის იძულებითი ქორწინების საქმეზე სხდომა სასამართლოში გუშინ გაიმართა. 42 წლის კაცი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ დმანისის რაიონის სოფელ მამიშლოში, 1980 წელს დაბადებული შ.ა. დააკავეს. საქართველოს პროკურატურამმას ბრალი  ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე  წარუდგინა. დაკავებულს  3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი