ქუთაისში, შერშვაშიძის ქუჩაზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, კაცი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა.
თვითმხილველების თქმით, უცნაური ხმა შემოესმათ, ადგილზე კი ახალგაზრდა კაცის ცხედარი ნახეს. მოსახლეობამ ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოახერხა.
ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ცხედარი ჯერჯერობით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში არ გადაუსვენებიათ.
"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.