ნარეკვავში, ე.წ. ფერად შენობასთან საგამოძიებო მოქმედებები განახლდა - გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან სამი კვირის შემდეგ, სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტები შემოავლეს იმ ტერიტორიას, სადაც შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გუკა ამირხანაშვილი იმალებოდა და სადაც რამდენიმე დღის წინ, საეჭვო ვითრებაში ცეცხლი გაჩნდა.
"მთავარი არხი" ამ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, თუმცა იქ საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობდა. განზრახ გაჩნდა თუ არა ადგილზე ხანძარი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.