გურიაში, ოზურგეთში, გუშინ, გვიან ღამით, 22 წლის გ.რ. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მას ათამდე ტყვია ზურგის არეში ესროლეს. ის ოზურგეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. გამოძიებისთვის უცნობია იმ მოქალაქის ვინაობა, ვინც 22 წლის კაცი საავადმყოფოში მიიყვანა. სამართალდამცველებისთვის უცნობია ადგილიც - სადაც ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს.
პოლიციის ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებებს საავადმყოფოს ეზოში იმ ლოკაციაზე აწარმოებენ, საიდანაც მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მანქანიდან გადმოიყვანეს.
ამავე თემაზე: